logo
ENG



მშვილდაძე: თაყაიშვილს საქართველოზე ფიქრით არ ეძინა და ივანიშვილი 10-ზე იძინებს

30 დეკ 201923:57
3 წუთის საკითხავი
 
16r0mq287xpbm9k.jpg

 

ვისაც სჯერა, რომ ID ბარათში ეშმაკი ზისსაკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მოქალაქეებს შეეძლებათ ლამინირებული ქაღალდის პირადობები აიღონ, - ამ ამბით დაიწყო გადაცემის „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ წამყვანმა მიშა მშვილდაძემ.

მშვილდაძემ ეს ამბავი განსაკუთრებით მიულოცა დეპუტატ გედევან ფოფხაძეს და ID ბარათებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაც გაიხსენა:

მე არ ვსარგებლობ ID ბარათით, არ ვაპირებ აღებას და მინდა იგივე უფლებით ვისარგებლო. არც იმის ახსნას არ ვაპირებ არავისთვის, თუ რატომ არ ვპირებ ID ბარათის აღებას. მე არ ვიცი რა არის ამ ID ბარათებში. არ მინდა და მორჩაგანაცხადა 2014 წელს მოაზროვნე გედი ფოფხაძემ.

2014 წლით თარიღდება კიდევ ერთი გენიალური განცხადება, რომელიც თეა წულუკიანს ეკუთვნის: ID ბარათში არავინ და არაფერი არ ზის“, - გაიხსენა მშვილდაძემ.

ID ბარათიდან მშვილდაძე განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებაზე გადავიდა, სადაც მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.

შეგახსენებთ, ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა და ლიქვნაც შესაბამისი სიძლიერის იყო. ლიქვნა იმდენად ძლიერი იყო, გიორგი გახარია იძულებული გახდა თვითონაც გაეკეთებინა მლიქვნელური განცხადება, თორემ ლიქვნის რეიტინგში ჩხენკელი უკვე 56.80 ქულას აგროვებდა და ძაან უახლოვდებოდა ლიდერებს. გახარიამ განაცხადა: ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის არდაფასება შეუძლებელია“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანმა თაყაიშვილისა და ივანიშვილის შედარებითი დახასიათებაც გააკეთა.

მოდი გავაკეთოთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შედარებითი დახასიათება.

„უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებმა ექვთიმე თაყაიშვილმა უზარმაზარი განძი შეუნახა საქართველოს. უკიდურეს სიმდიდრეში მცხოვრებმა ბიძინა ივანიშვილმა კი, უზარმაზარი განძი აუფეთქა საქართველოს... საყდრისი.

ექვთიმეს არც საბერძნეთში უცხოვრია და არც რომის იმპერიაში, მაგრამ ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა. ბიძინა რუსეთში, საფრანგეთსა და საქართველოში ცხოვრობდა და არც რუსული იცის, არც ფრანგული და ქართული სალომეზე ოდნავ უკეთ.

ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა, რომ 1919 წელს არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით. ზუსტად 100 წლის შემდეგ, ბიძინამ  დიდი წვლილი შეიტანა, რომ პროპორციული არჩევნები არ ჩატარებულიყო საქართველოში.

ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს ეძახდნენ და ამას ანაკონდას.

ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოზე ფიქრით არ ეძინა და ეს კიდევ 10-ზე იძინებს“, - განაცხადა მშვილდაძემ შედარების დასასრულს.

მიშა მშვილდაძე 2019 წლის „TOP 5 ლიქვნაც“ გააცნო მაყურებელს, სადაც პირველი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა, ხოლო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადება კონკურსგარეშე გახდა გამარჯვებული.

„მე-5 ადგილი, ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით.

იდეალური ლიქვნაა, თუმცა, პროპორციულობის კომპონენტში ოდნავ მოისუსტებსევროპაში საუკეთესო კონსტიტუციის ავტორისგან ყოველთვის მეტს ველით. ამიტომ, მე-5 ადგილი

მე-4 ადგილი, თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება თვითონ.

საოცარი ლიქვნაა და ალბათ, ფიქრობთ, რომ უსამართლობაა მე-4 ადგილი, მაგრამ მესამე ადგილს გეტყვით და ყველა შეკითხვა მოიხსნება.

მე-3 ადგილი,ზაქარია ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილი თავად არის თავისუფლების წყარო

ზაქარია ქუცნაშვილს არასოდეს ჰქონია იმხელა თანამდებობა, რომ ასე მოენდომებინა. ამიტომ, თავგანწირვისა და გეგმის გადაჭარბებით შესრულებისათვის საპატიო, მე-3 ადგილი.

მე-2 ადგილი, მაია ცქიტიშვილი: რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა    

ბიძინას კრიტისკისთვის სივრცე საერთოდ არ დაგვიტოვა. ყოველთვის მართალია და მორჩა.

ნუ, პირველი ადგილი, რა თქმა უნდა,  მიხეილ ჩხენკელის მიერ ბიძინას შედარება თაყაიშვილთან.

რუბრიკას კი დავასრულებთ გია ვოლსკის გენიალური სიტყვებით: გუნდში მლიქვნელობა არ გვახასიათებს, ივანიშვილს მლიქვნელური გარემო არასდროს ჰქონია.

ეს განცხადება კონკურსგარეშეა. ლიქვნა ისე გააპრავა, რომ თან ბიძინას ელიქვნა. ლიქვნის გაპრავება, რომელიც ამავდროულად ლიქვნააუბრალოდ გენიალურია“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძემ დამშვიდობების ხუმრობაში 3 მილიონიან ნაგვის ურნებზე გააკეთა აქცენტი.

„დღევანდელ გადაცემას დავასრულებთ კარგი ამბით იმ ადამიანებისთვის, ვინც ნაძვის ხეში მილიონის გადახდას აპრავებდითთბილისის მერია 3 მილიონის ნაგვის ურნებს შეიძენს“, - განაცხადა მშვილდაძემ.

 

 


close დახურვა