logo
ENG



მშვილდაძე: მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს თავხედობა ხელისუფლებას არ შერჩეს, არ გავჩერდებით

30 ოქტ 201921:36
3 წუთის საკითხავი
 
ypej676j2zolc5k.png

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქციამ მოიპოვა, არის პროპორციული არჩევნების ჩატარების უფლების მოპოვება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ამბავს მოყვა იყო ის, რომ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს. თითონ ის ფაქტი, რომ აქციაზე გამოსულმა საზოგადოებამ ეს მოთხოვნა დააყენა ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან წინ არის წასული. ხალხი ბევრად კარგად ერკვევა დემოკრატიულ პროცესებში. ამასთანავე ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი არის ცალკე საშინელება. ამიტომ არის, რომ ეს ყველაფერი არ უნდა შევარჩინოთ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს თავხედობა ხელისუფლებას არ შერჩეს, არ გავჩერდებით,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.

 


close დახურვა