logo
ENG



მშვილდაძე: პარლამენტი საცირკო სანახაობების გარდა, აღარაფერს იძლევა

12 დეკ 201914:06
3 წუთის საკითხავი
 
vmmntwppxis4s2w.jpg

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფები აცხადებენ, რომ პროტესტი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. ერთ-ერთი აქტივისტის და ჟურნალისტის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, პარლამენტი ცირკად იქცა. 

"ვაპროტესტებთ იმ ცირკს, რაც მოგვიწყო ხელისუფლებამ. კიდევ ერთი ცირკი მოგვიწყო. პარლამენტის შენობა საცირკო სანახაობების გარდა აღარაფერს იძლევა. დღეს აპირებენ, რომ ეს მონა მოსამართლეები, რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ყოველთვის ხელისუფლების ინტერესებს იცავდნენ. კლანის წევრები არიან იმ სიაში, მათ შორის არიან მიქაუტაძეები და თადუმაძე, ქვეყნის უდიპლომო და უვიცი გენერალური პროკურორი. ნაზი ჯანეზაშვილიც კი არ შეუშვეს სხდომაზე. ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის ქვეყანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ იყოს სასამართლოც, პარლამენტიც და ქვეყანაც", - განაცხადა მშვილდაძემ "ფორმულასთან" საუბრის დროს.

 

 

 


close დახურვა