logo
ENG



მშვილდაძე: ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული

09 აპრ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/09/finn2xyy1k5ay7u.jpg

ტელეკომპანია ფორმულას თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე ტელევიზიის თანამშრომლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობის ფონი ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული. ამის შესახებ მშვილდაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი პასუხიმგებლობა უნდა იგრძნოს და ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეს.

"პირველ რიგში, ადეკვატურ დამოკიდებულებას ვითხოვთ ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ მათია ძალოვანი სტრუქტურები, ვინც სწორი რეაგირება უნდა მისცეს ამ საქმეზე, მათ განცხადებებს უყურებენ მათი მხარდამჭერები. აქ ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. როცა პოლიტიკოსი ზონდერად მოიხსენიებს მედიის წარმომადგენელს და მერე ამ ტელევიზიის ჟურნალისტს, რომელსაც ზონდერი უწოდა პოლიტიკოსმა, მისი მხარდამჭერი ხელს დაარტყამს, ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. ეს კავშირი არ არის რთული დასანახი და ცოტა უნდა დავფიქრდეთ", - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.  


close დახურვა