logo
ENG



მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად გარდაიცვალა

15 ოქტ 201920:36
3 წუთის საკითხავი
 
5be40gr5icuugsq.jpg

ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად გარდაიცვალა. ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

დაღუპულების ნათესავები ამბობენ, რომ მიუხედავად აუცილებლობისა, საკეისრო კვეთა არ ჩატარდა, რის გამოც ქალის გულმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ექიმებმა ბავშვის გადარჩენაც ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. დასკვნების მომზადებამდე პერსონალს სამედიცინო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდა. გარდაცვლილს ოთხი შვილი დარჩა.  


close დახურვა