logo
ENG



მშობიარობის დროს გარდაცვლილი 19 წლის ქალის ოჯახი ექიმებს უჩივის

05 იან 202212:06
3 წუთის საკითხავი
 

მშობიარობის დროს გარდაცვლილი 19 წლის ქალის ოჯახი ექიმებს უჩივის. სესილი ბუბუტეიშვილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

ქალის ოჯახი აცხადებს, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ამიტომ მის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ.

ისინი ვარაუდობენ, რომ ნარკოზი არასწორი დოზით იყო გამოყენებული. ოჯახი მოითხოვს, გამოძიების დასრულებამდე ექიმებს მუშაობის უფლება შეუჩერდეთ და იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრალეულობა გამოიკვეთა, მკაცრად დაისაჯონ.

"ჩვენ ვითხოვთ პირველ რიგში ანესთეზიოლოგ ავთანდილ მამარდეიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კანონით მის დასჯას. ამასთან, თუ გაირკვევა სხვა ექიმების უფლებამოსილების გადაჭარბება, ბრალეულობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მასთან ერთად უნდა მოხდეს ყველა მონაწილე პირის კანონით დასჯა", - ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი.

სესილი ბუბუტეიშვილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 15 დეკემბერს შეიყვანეს, მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო, 29 დეკემბერს კი გარდაიცვალა.


close დახურვა