მშობლები შვილების დასაცავად მედიას მიმართავენ - მარტვილის სოფელ ტალერის სკოლაში დირექტორის მოადგილეს მოსწავლეების ოჯახები ზეწოლაში, აღზრდის მიუღებელი მეთოდების გამოყენებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ისინი ჰყვებიან, რომ პედაგოგის მხრიდან ძალადობის გამო ერთ-ერთმა ბავშვმა თვითდაზიანებაც მიიყენა.