ბოლო დროის ყველაზე მძიმე სტატისტიკა, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პატიმრობა ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა. სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს უმოქმედობაზე საუბრობს. უფლებადამცველები ახლა იმ ბავშვის დაცვას ცდილობენ, რომლის ასაკისთვის შეუფერებელ ვიდეოები და ფოტოები არასრულწლოვნის მშობლებმა, სავარაუდოდ, გაუცნობიერებლად სოციალური ქსელით გაუვრცელეს.
უფლებადამცველები და ბავშვთა ფსიქოლოგები „ფორმულასთან“ საუბრობენ, რომ მსგავსი ვიდოების სოცილურ ქსელებში გამოქვეყნება და ბავშვებისთვის ფოტოების გადაღება ხშირად პედოფილების პირდაპირი სამიზნეა და უკონტორლებელ პორნო საიტებზეც ხვდება. ამიტომ, მათი თქმით, მშობელს უნდა ესმოდეს, რომ როცა საქმე არასრულწოვანს ეხება, განაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. გარდა ამისა, სპეციალსიტები გვირჩევენ საკუთარ შვილებს მეტი დრო დაუთმოთ და კომპიუტერებს მოვარიდოთ. სპეციალისტების თქმით, იმისთვის, რომ ჩვენი შვილები სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის მსხვერპლნი არ გახდნენ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ შვილი თოჯინა არ არის, რომელსაც გამოპრანჭავ და შემდეგ ფეისიბქუზე გამოდებ.