logo
ENG



მცოცავ ოკუპაციას არ ცნობს შსს მინისტრი

26 ოქტ 201919:31
3 წუთის საკითხავი
 
slno1na9v2kdmv5.png

უკანონო ბორდერიზაციის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის გატაცებისა და ქართული მიწის მიტაცების ფონზე მცოცავ ოკუპაციას არ ცნობს შინაგან საქმეთა მინისტრი. თუმცა ვახტანგ გომელაურს მაინც მოუხდა აღიარება, რომ საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობა მწვავეა და მოსახლეობაც საფრთხის წინაშეა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებების მსგავსია პრემიერ-მინისტრის პოზიციაც. გიორგი გახარია პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები და სპეციალისტები კი "ქართული ოცნების" მთავრობას არათანმიმდევრული და სუსტი პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დეოკუპაციისთვის ნაბიჯები არ იდგმება. მათი თქმით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებები სწორედ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით აიხსნება. 

ხელისუფლებას აკრიტიკებენ ექსპერტებიც. მათი შეფასებით, მაშინ როდესაც, საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტი რუსეთთან მიერთებაზე ღიად საუბრობს, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები უფრო მკვეთრი უნდა იყოს.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება ისევ დაძაბულია. ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე  სამოქალაქო ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები პატრულირებენ. მცირე ხმაური დღეს აქაც იყო. დათო ქაცარავას და მის თანამებრძოლებს ადგილზე ჩასულ ადამიანთა ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადგილობრივები არიან - სამოქალაქო აქტივისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ მათ მართული ჯგუფები საგანგებოდ მიუგზავნა. 

 


close დახურვა