logo
ENG



მცხეთა-მთიანეთის ოლქში ევროპული საქართველო მხარს ლეიბორისტების კანდიდატს დაუჭერს

15 სექ 202018:10
3 წუთის საკითხავი
clock 665
fr6r4hsjyg5xwin.png

საპარლამენტო არჩევნებში მცხეთა-მთიანეთის სამაჟორიტარო ოლქში ევროპული საქართველო მხარს ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, იმისთვის, რომ ხმები არ გაყოფილიყო და ამით ბიძინა ივანიშვილს არ ესარგებლა, პარტიამ ნათელაშვილის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

"ევროპულმა საქართველომ არა ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები. სწორედ ამიტომ, აქ, სადაც ისედაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, რათა არ იხეიროს ოცნებამ და გადაწყევტილება მივიღეთ მხარი დავუჭიროთ ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს", - განაცხადა ბაქრაძემ.

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიიდან კენჭს შალვა კერესელიძე იყრის. ამავე ოლქში იქნება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც.

 


close დახურვა