logo
ENG



მცხეთის მერიასთან ჩაყენებულ პოლიციას აქტივისტებმა ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს

16 თებ 202116:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/126jwu07fcg7fox.png

მცხეთის მერიასთან შეკრებილმა აქტივისტებმა, რომლებსაც სამართალდამცავები შენობაში არ უშვებდნენ, შესასვლელთან განთავსებულ პოლიციის ბრიგადას ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს. აქტივისტები მერიის შენობასთან სკოლის მასწავლებლების მიმართ პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებენ. 

პარალელურად, პარლამენტში გამართულ სესიაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ მოუხსნეს. 

"გაიფორმეს პირდაპირ რუსეთის მონობა", - ამბობს ხოშტარია, - "ეს იყო სწორედ რუსეთის მოთხოვნა, რომ დაისაჯონ გავრილოვის ღამის გამო საქართველოს მოქალაქეები". 

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს პატიმრობით ჩანაცვლების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს. სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევასი, უწყებას მელიას დაპატიმრების შესაძლებლობა მიეცემა. 

"ვერ დააპატიმრებენ", - ამბობს ხოშტარია, - "პირობას გაძლევთ". 

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. 


close დახურვა