![მცხეთის მუნიციპალიტეტში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა](/uploads/news/Police-Line232312.jpg)
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევასთან დაკავშირებით სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.