logo
ENG



მძღოლს, რომელიც 8 წლის ბავშვს დაეჯახა, 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

01 აპრ 202218:32
3 წუთის საკითხავი
 
მძღოლს, რომელიც 8 წლის ბავშვს დაეჯახა, 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ჩემი ქალაქი მკლავს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რა დროსაც 8 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა, მძღოლს ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დ.ჯ.-მ, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური  სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი კანონის დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ავტომანქანამ  მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა.

მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), წარედგინა. 

ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.


close დახურვა