6 ქვეყნის მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
მწერალთა სახლში საქართველოს პენცენტრის პროექტში „მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ" მონაწილე 6 ქვეყნის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოპულარული მწერლები 15 წუთიანი მოხსენებით გამოვიდნენ და საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარეს.
პროექტის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სიძულვილის ენის შესახებ დისკუსიების წარმოებაა.