logo
ENG



მწერლები ტორესა მოსის დაკავებას აპროტესტებენ

14 ნოე 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock 1011

მწერალ ტორესა მოსისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხელოვანები მწერალთა სახლში შეიკრიბნენ და უკანონო დაკავებები გააპროტესტეს.

მწერლები და პოეტები ამბობენ, რომ არ სურთ ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ სადაც სახელმწიფო რეჟიმად გადაიქცა და პროტესტის გამოხატვისთვის ადამიანებს აკავებს.

"სამწუხაროდ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ისედაც პოლარიზებული საზოგადოება აგრესიულად იყოს ერთმანეთისადმი, ამისი მაგალითი არის, თუნდაც ტორესას დაჭერა თელავში, მშვიდობიანი პროტესტის გამო" - ამბობს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე

"ეს ავლენს, სწორედ ამ რეჟიმის დანაშაულებრივობას, რომ ისეთ წესიერ პატიოსან და მშვიდობისმოყვარე მოქალაქეებს იჭერს, თავიანთი სამართლიანი პროტესტისათვის, როგორიც არის თუნდაც ტორესა მოსი" - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე

12 ნოემბერს თელავში აქციაზე დააკავეს გირჩი - მეტი თავისუფლებას წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ტორესა მოსი ახლაც დაკავებულია.

 

close დახურვა