პაკისტანელი მამაკაცი, რომელსაც მწვალებლობაში ედებოდა ბრალი სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემზარავი მკვლელობა პაკისტანის ქალაქ პეშავარში მოხდა.
ტაჰირ აჰმად ნასიმის მკვლელმა ცეცხლის გახსნამდე მას "ისლამის მტერი" უწოდა.
მწვალებლობა პაკისტანში სიკვდილით ისჯება, თუმცა ამ დრომდე სასჯელის უმკაცრესი ფორმა ქვეყანაში არავის მიმართ გამოუყენებიათ. მიუხედავად ამისა, მწვალებლობის ბრალდება არაერთხელ გამხდარა ძალადობრივი თავდასხმების მიზეზი.
მკვლელის ზუსტი ვინაობა ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა, თუმცა გაუგებარია, როგორ შეძლო მან სასამართლო დარბაზში ცეცხლსასროლი იარაღით შეღწევა.
ტრაგიკულად მოკლული ნასიმი აჰმადის სექტის წევრ ოჯახში დაიბადა, თუმცა მოგვიანებით მან სექტა დატოვა და ირწმუნებოდა, რომ წინასწარმეტყველი იყო.