logo
ENG



მწვანე ბარათის მიღების წესი რთულდება

28 იან 202009:39
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას, „მწვანე ბარათის" გაცემის წესის გამკაცრების შესახებ მხარი დაუჭირა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად „მწვანე ბარათის" მიღება რთულდება იმ ლეგალური მიგრანტებისთვის, რომლებზეც მთავრობა ჩათვლის, რომ დიდი ალბათობით მთავრობის სოციალურ შემწეობაზე იქნებიან დამოკიდებულები.

ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გაუქმდა, რომელმაც აღნიშნული ნორმა დაბლოკა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მტკიცებით, ცვლილებები იმის უზრუნველსაყოფად არის აუციელებელი, რომ ქვეყანაში ლეგალურად მყოფი მიგრანტი ფინანსურად დამოუკიდებლი იქნება. მთავრობის ინიციატივა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო, მანამდე ნიუ-იორკის სასამართლომ დაბლოკა.


close დახურვა