ბათუმთან მწვანე კონცხე ზანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ 200 მ2 ფართობზე ცეცხლი უკიდია ბალახს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
უწყებაში ამბობენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის.
ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები ფეისბუქმომხმარებელმა დავით ზუკაკიშვილმა გაავრცელა. იგი წერს, რომ ცეცხლი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაჩნდა, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში უარყვეს.