რეკრეაციული სივრცის დაცვა ფიზიკური ძალით და ჯანმრთელობის ფასად - ხმაური იყო დღეს მუხიანში, ადგილობრივები მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ, ამტკიცებენ, რომ სამშენებლო კომპანიის დირექტორმა სატვირთო მიზანმიმართულად დააჯახა. მუხიანელები 5 კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, სივრცეში, რომელიც მოსახლეობის მტკიცებით, დასახლებაში ერთადერთი, გამწვანებული, თავშეყრის ადგილია.