logo
ENG



მხოლოდ გამოუშვან ჩემი შვილი, მეტი არაფერი არ მინდა - გატაცებული გახელაძის დედა

18 ივლ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მისი ნათესავები ამბობენ, რომ არ აქვთ, დაკავებულისთვის ადვოკატის დაქირავების საშუალება, როგორც ამას მათ საოკუპაციო რეჟიმი ურჩევს. ამ დრომდე არაფერია ცნობილი გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გატაცებიდან მერვე დღეს, ინფორმაციის მოპოვებას ვერ წითელი ჯვარი ახერხებს, რადგან ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. გატაცებულის ოჯახი გამორიცხავს გასროლის ვერსიას და ამბობს, რომ გახელაძე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველთვის ფრთხილად მოქმედებდა. 

"ალბათ ჩემი შვილის გადასაფარად იგონებენ ახალ-ახალ ტყუილებს. ჩემს შვილს რომ ესროლა, იმათ რომ ფეხში დაჭრეს ეს ჩემი შვილი, იმათ მოქალაქეზე თუ საზღვრის მცველზე რომ ეძალადა, ხელს მაინც არ მოტეხდა ჩვენ იმათ არაფერს არ ვუჩივით, მხოლოდ გამოუშვან ჩემი შვილი, მეტი არაფერი არ მინდა,"-აცხადებს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური

გახელაძის მამა კი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს და ამბობს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია მათი შვილი საკუთარ სახლში დააბრუნოს. 

"არაფერი არ ვიცით ჩემი შვილის შესახებ, მთავრობა უნდა ჩაერიოს და მთავრობის მეშვეობით მოხდება ჩემი შვილის განთავისუფლება",- აცხადებს გახლაძის მამა მიხეილ გახელაძე. 

რუსმა ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე ჯერ დაჭრეს, ახალგორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში.

დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებადმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ამ ვერსიას ოჯახი უარყოფს - მათი თქმით, ის სოკოს შესაგროვებლად იყო წასული და ამ დროს გაიტაცეს.

close დახურვა