logo
ENG



ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

14 ივლ 202008:51
3 წუთის საკითხავი
 
nplbp125wun1ake.jpg

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება.

ახალი კანონის თანახმად, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება.

რაც შეეხება ტრანსპორტიდან გადაყრილ ნაგავს, თუ მოქალაქე ნაგავს გადაყრის კერძო ავტომობილიდან ის 250 ლარით დაჯარიმდება, მანამდე აღნიშნული ქმედება 120-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდა. ამავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მათაც, ვინც 2 კგ.-მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის. აღსანიშნავია, რომ კერძო ავტომობილიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში დაისჯება ავტომობილის მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2კგ.-ის ან უფრო მეტი ოდენობის ნაგვის გადაყრა დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო მანამდე ჯარიმა 150 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება იურიდიულ პირს იგი ამავე კანონის დარღვევის შემთხვევაში 1 500 ლარით დაჯარიმდება. მანამდე ეს ჯარიმა 1000 ლარი იყო. 

სრულად განმარტებითი ბარათი ნახეთ აქ


close დახურვა