logo
ENG



ნადიმ ხმალაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

22 ივლ 202419:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/yr6yqohg9ufomtr.jpg

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ხმალაძეს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი - საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვები ტერორიზმის და "სახელმწიფო ამბოხის" საქმეებს ეხებოდა.

როგორც ხმალაძე ამბობს, "ეს არის წინასაარჩევნოდ იმ ადამიანების გაშავება, ვინც უკრაინაში იბრძვიან".

"დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში. ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. ზოგადი საუბარი იყო - ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი", - ამბობს ნადიმ ხმალაძე. ბოლო 1 კვირაში 10-მდე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვისაც სუს-ი პასუხებს სთხოვს.

20 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნადიმ ხმააძე გამოკითხვაზე დაიბარა

 


close დახურვა