"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის მანდატურის მიერ ჟურნალისტებისადმი ძალის გამოყენების ფაქტს ეხმაურება. ნადირაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი დარბაზიდან ცემით გაიყვანეს.
„ის რაც აქ ხდება, ამ დარბაზში, ჟურნალისტები დარბაზიდან ცემით გაყარეს, ზოგი თმებით ათრიეს. ის რაც გარეთ ხდება, იქაც მსგავსი სიტუაციაა. ეს არის სრული კრიზისი. ამ საკითხს არ დავთმობთ. სწორია ამ პროცესის ხელის შეშლა. დიდი ხანია პოლიტიკური პროცესი იქ აღარ მიმდინარეობს, სადაც უნდა მიმდინაროებს. ივანიშვილმა ეს პროცესი თვითონ გადმოიტანა ქუჩაში“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.
„ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, მანდატურებმა ჟურნალისტები და ოპერატორები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.