logo
ENG



ნადირაშვილი: ყველა ნაბიჯზე იგრძნობა, რომ ივანიშვილის აღარავის ჯერა

18 ნოე 201921:52
3 წუთის საკითხავი
 
ou701gujcm2moun.jpg

„ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, რომ ადამიანებში უკიდურესად მძიმე განწყობაა და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

„სპეცრაზზმა ადამიანები წყლის ჭავლით თავისუფლებისკენ დახია. შემდეგ ამ ადამიანებს და სხვებს რუსთაველისკენ აღარ უშვებდნენ. მინდა გითხრათ განწყობაზე. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სავაჭრო ცენტრიდან გამოვიდნენ და იქ იყო უკიდურესად მძიმე განწყობა იყო. ყველა ნაბიჯზე იგრძნობა, რომ ივანიშვილის აღარავის ჯერა," - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.

ამის შემდეგ სპეცრაზზმა აქციის მონაწილეები დაშალა და რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა.

 


close დახურვა