logo
ENG



ნადირაშვილი კუპრავას ცემაზე: ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს

28 თებ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტის ზვიად კუპრავას ცემის ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს არის ხელისუფლების ხელწერა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს.

„კიდევ ერთხელ ვნახეთ თუ როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ადამიანებს ვინც არ აზროვნებს ისე, როგორც მაგალითად მამუკა მდინარაძე. ადამიანს დახვდნენ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, ძალიან ცუდად დაამთავრებს.

„ევროპული საქართველოს“ ოფისთანაც ყოველდღიურად ვხედავთ ასეთ ადამიანებს - ე.წ. „ქართული ოცნების ტიტუშკებს“. გარდა ამისა, ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური დევნის მექანიზმს. ასეთი ქმედებები ადასტურებს, რომ ივანიშვილი თავს მყარად არ გრძნობს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მურთაზ ზოდელავას თქმით, თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს და დაზარალებულის მობილურიც საგანგებოდა გაიტაცეს.

„თავდასხმა განხორციელებული სპეციალური საშუალების გამოყენებით. თავდასხმა ისე დაგეგმეს, რომ კუპრავას რეაგირება ვერ მოესწრო. გარდა ამისა, კუპრავას გასტაცეს მობილური ტელეფონი. ვიცით, რომ სპეცსამსახურის განსაკუთრებული ინიტერესია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების კომუნიკაციების საშუალება აკონტროლოს“, - განაცხადა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას 27 თებერვალს საკუთარ სახლთან სცემეს.   ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ძალადობის ჩადენას გულისხმობს.

 


close დახურვა