logo
ENG



ნადირაძე: ბახმუტი - ჯოჯოხეთია... ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ბიჭები გადმოასვენონ

04 დეკ 202221:57
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის განცხადებით, ბახმუტში დარჩენილი ქართელი მებრძოლები უკრაინელ სპეცსამსახურებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ, რათა დაღუპულების ცხედრები გადმოასვენონ.

ნადირაძე დროების ეთერში ამბობს, რომ ბახმუტი ცხელი წერტილია და მას ჯოჯოხეთს ადარებს.

"ბახმუტში კიდევ არიან ჩვენი ბიჭები დარჩენილი. ამ წუთას ისინი ჯოჯოხეთში იმყოფებიან. ჩვენი დაღუპული ბიჭებიც ჯოჯოხეთში იყვნენ სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მაგარი ქართველი ბიჭები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, სპეცსამსახურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი გარდაცვლილები გამოიყვანონ", - აღნიშნა მებრძოლმა.

ვანო ნადირაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ მებრძოლების დაღუპვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სალომე ზურაბივილის გარდა, არ გამოეხმაურნენ. 

"სალომე ზურაბიშვილის მწუხარების გამოხატვა იყო ერთადერთი გამოხატვა, რომელიც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლისგან გაჟღერდა დაღუპული ბიჭების მიმართ. რომელ რეაქციაზეა საუბარი როცა ხელისუფლების ორიენტირი რუსეთია. კომუნისტობის პერიოდში მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა მაგათთვის და ახლაც ჩრდილოეთიდან ამოდის სამწუხაროდ. ქვეყანას, რომელსაც ღიად აქვს გახმოვანებული პრორუსული ორიენტირი, გაკვირვებულიც არ ვარ რომ დაღუპული მეომრების მიმართ მწუხარებას არ გამოხატავენ და დაფასებაც არ აქვთ", - აღნიშნა მან. 

გუშინ, ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დონეცკის ოლქის ეს ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა. 

 


close დახურვა