logo
ENG



ნადირაძის თქმით, უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს

10 მაი 202215:41
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ისინი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ.

ნადირაძის თქმით, მეომრები საქართველოში რამდენიმე დღით დაბრუნდნენ.

"რამდენიმე დღით ბიჭები შვებულებაში წამოვიდნენ, 10 დღე მოითხოვეს დასვენება, რომ ოჯახები ენახათ. მითხრეს, რომ აეროპორტში შეუყვანიათ, დაკითხვები და რაღაც-რაღაცები ყოფილა. თუ ჩემზე რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, აქ ჩამოდით და აქ მოგცემ ინფორმაციას. საჯაროა ჩემზე ინფორმაცია, რას ვაკეთებ და რას ვსაქმიანობ. სულ ათი დღით ჩამოვიდნენ ბიჭები. ბიჭები, რომლებმაც ტყვიის წვიმა გაიარეს, ირპენის ჯოჯოხეთი გაიარეს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ... რამ გაგათახსირათ, ვინც მაგათ დაკითხვებში და აეროპორტში დაკავებაში მონაწილეობა მიიღეთ? რამ გაგაბინძურათ? საქართველოს ემსახურეთ. მეტი არ მინდა, რაც მანდ იქნებიან, მაგ ბიჭების თავიდან ერთი ღერი თმა რომ ჩამოვარდეს... უკანონო არაფერი არ ჩაუდენიათ, თქვენს ნამუსს რეცხავენ აქ"- ამბობს ნადირაძე.

ერთ-ერთი მებრძოლი გიორგი ფარცვანია, ამბობს, რომ მათ პასპორტი ჩამოართვეს და მიზეზის დასახელების გარეშე განყოფილებაში გადაიყვანეს.


close დახურვა