logo
ENG



ნავალნის თანამებრძოლს, ლუბოვ სობოლს სასამართლომ 18 თვით გადაადგილება შეუზღუდა

03 აგვ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლს, რუს ოპოზიციონერ ლუბოვ სობოლს ე.წ. სანიტარულ საქმეზე სასამართლომ წელიწად-ნახევრით გადაადგილება შეუზღუდა

სასამართლომ მას აუკრძალა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლის დატოვება, მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება და მოსკოვის დატოვება. გარდა ამისა, სამ თვეში ერთხელ ოპოზიციონერმა აღრიცხვაზე უნდა იაროს.

ბრალდების ვერსიით, სობოლი და საქმის სხვა ფიგურანტები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, 23 იანვარს ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე გასულიყვნენ, რის გამოც ადამიანებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღევისკენ უბიძგებდნენ.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თვითონ სობოლი კი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დარბაზიდან გაიყვანეს, რადგან მან პროცესის გადაღება სცადა.

ლუბოვ სობოლი სახელმწიფო დუმის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა ივნისში კამპანია შეაჩერა. ოპოზიციონერის განმარტებით, ის იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო, რადგან სასამართლომ ნავალნისთან დაკავშირებული სტრუქტურები ექსტრემისტულად გამოაცახადა.


close დახურვა