logo
ENG



ნავალნის თქმით, 100 დღეა ციხეში პუტინის ერთსა და იმავე გამოსვლას ასმენინებენ

13 ივლ 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/13/umlwvbl4093th2y.jpg

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ყვება, რომ ასი დღეა ციხეში ვლადიმირ პუტინის გამოსვლას ასმენინებენ. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ნავალნი წერს, რომ ციხის ადმინისტრაციას სთხოვა, პუტინის სხვადასხვა გამოსვლა ჩაერთოთ, რაზეც უთხრეს, რომ ფედერალური კრებისადმი 2023 წლის მიმართვას მთელი წელი მოუსმენს. პუტინმა კრებას თებერვალში მიმართა და გამოსვლა დაახლოებით 2 საათს გრძელდება. 

"იქნება შემდეგი მიმართვა - მას მოვუსმენთ", - უთხრეს ნავალნის.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, განემარტათ, რის საფუძველზე ურთავენ თავისუფალ დროს პუტინის გამოსვლას და არა რადიოს, რაზეც უპასუხეს, რომ ეს "აღმზრდელობითი სამუშაოების ინსტრუქციებით" იყო გამოწვეული.

ნავალნი სასამართლოზე განვითარებულ დიალოგზეც წერს:

- ანუ პუტინის გამოსვლა - აღმზრფდელობითია?

- არა.

- მაშინ რის საფუძველზე რთავენ?

- აღმზრდელობითი სამუშაოების ინსტრუქცია.

- ანუ პუტინი, ბოლოს და ბოლოს, აღზრაა?

პუტინმა ფედერალურ ასამბლეას 2023 წლის თებერვალში გაგზავნა. მასში მან, კერძოდ, განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში.


close დახურვა