ბერლინის კლინიკის ცნობით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შეინიშნება მცირე გაუმჯობესებაც.
ნავალნი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მოწამვლის სიმპტომები ნელ-ნელა ქრება.
მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა მის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე აღარ ემუქრება.
"თუმცა, პაციენტის მოწამვლის მასშტაბის გათვალისწინებით, რთულია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რას მივიღებთ საბოლოო შედეგის სახით", - ამბობენ სამედიცინო ექსპერტები.
ნავალნი ბერლინის ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაში 25 აგვისტოს გადააფრინეს. Charite-ის ჰოსპიტალში სამედიცინო გამოკვლევებით დადასტურდა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.
კრემლი ამ დრომდე აცხადებს, რომ ნავალნის მოწამვლის საქმეს არ გამოიძიებს.