logo
ENG



ნათელაშვილი: არასდროს აშშ მაღალი წარმოდგენის არ ყოფილა ივანიშვილზე

20 ნოე 201923:15
3 წუთის საკითხავი
 
o936twkt6uh0yfd.jpg

შალვა ნათელაშვილი თქმით, ივანიშვილი ამერიკელებისთვის რუსი ოლიგარქია. ამის შესახებ მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა.

„არასდროს აშშ მაღალი წარმოდგენის არ ყოფილა ივანიშვილზე. დღეისათვის უფრო მაღალი აზრი შეიძლება ჰქონდეთ რიყეზე მდებარე ქვის მიმართ, ან ბალახის მიმართ, ან ჯაგის მიმართ. ეს არარაობა საერთოდ არ არსებობს აშშ-ში - იციან, რომ არის ვიღაცა რუსი ოლიგარქი, პუტინის მარიონეტი სატელიტი, გაზპრომის აქციონერი, ნარკობარონობაში  შემჩნეული, ბიტკოინებით შავი ფულის დარიცხვაში ეჭვმიტანილი - ეს არსება მოევლინა საქართველოს მმართველად რუსეთის დახმარებით და ეს მმართველობა უნდა დასრულდეს,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და ამერიკელ პოლიტიკოსებთან მართავს შეხვედრებს.


close დახურვა