logo
ENG



ნათელაშვილი: აღიმართა ივანიშვილის თავზე ფინანსური სანქციების გილიოტინა

17 მაი 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა, რომელიც მათ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მისწერეს. ნათელაშვილის განცხადებით, ის სენატორ ტედ კრუზს არაერთხელ შეხვდა.

„ლეიბორისტების“ ლიდერი ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილს სწორედ სანქციების შიშით მოუხდა. 

"აღიმართა ივანიშვილის თავზე ფინანსური სანქციების გილიოტინა. შესაბამისი წერილი-მიმართვა გაგზავნილია აშშ-ის მთავრობაში. ხელისუფლებას დარჩა ძალიან ცოტა ძალაუფლების ტკბობისა, მაგრამ მე ივანიშვილს ვპირდები, რომ მის მიერ მიტაცემული ქონება დაბრუნებული იქნება ხალხისთვის. სანქციების მახვილი მანამდე არ იქნება მოცილებული მისი კისრიდან, სანამ არ იქნება დაბრუნებული ყველაფერი, რაც ჩვენი ხალხისგან წაიღო", - აცხადებს ნათელაშვილი. 


close დახურვა