ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა რამდენიმე კონგრესმენს. შეხვედრები მომდევნო დღეებშიც იგეგმება. შალვა ნათელაშვილმა, კომენტარი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ნათელაშვილის თქმით ის აშშ-ს უმაღლეს ხელისუფლებასთან მუშაობს.
„როდესაც მიდის ბრძოლა ხალხსა და რეჟიმს შორის, ამერიკის შეერთებული შტატები არის ყოველთვის ხალხის მხარეს. ქართველი ხალხი დადგა ბარიკადებზე, როგორც ამ დროს ჩვენს წინაპრებს სჩვეოდათ. ვაგრძელებ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ხელისუფლებასთან მუშაობას იმისათვის, რომ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილის მილიარდიანი ანგარიშები, ჩვენგან მოპარული თანხა, იქნას დაპატიმრებული და დაყადაღებული ამერიკის და დასავლეთის ბანკებში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.