logo
ENG



ნათელაშვილი: ივანიშვილი სიცრუის, ბოროტების, მტაცებლობის განსახიერებაა

13 ნოე 201921:12
3 წუთის საკითხავი
 
hyeim6d4rv238bh.jpg

„პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პარლამენტში განვითარებული მოვლენები არ იყო მოულოდნელი. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არასდროს ასრულებს დაპირებებს.

„რაიმე ახალი არ მომხდარა ივანიშვილის შემოქმედებაში. ის როგორც იყო სიცრუის, ბოროტების, მტაცებლობის განსახიერებაა, იგივე დარჩა ამ გადაგდებაშიც. ისევე უნდა მოგვატყუოს ამ პროპორციული არჩევნების ასპექტით, როგორც მოგვატყუა უფასო ფულის ამბავში, როგორც გადაგვაგდო 150 ქარხნის საკითხში, როგორც გაგვაცურა შეღავათიანი კრედიტების ასპექტში, როგორც სიცრუე გამოდგა სამუშაო ადგილების გახსნა, პენსიების გაზრდა, სოფლის მეურნეობის აღმავლობა, საგარეო პოლიტიკის დაწყობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველაფერი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივას ვერც დღეს უყარა კენჭი და პროცესი ხვალისთვის გადაიდო.


close დახურვა