logo
ENG



ნათელაშვილი: მალე საქართველოში იქნება ახალი წყევლა - ვაი შენ და ბიძინა

06 დეკ 201915:36
3 წუთის საკითხავი
 
t3ft5i2a2p2i1q0.jpg

ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. მშვიდობიანი მსვლელობის შემდეგ ოპოზციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. მათ შორისაა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც დღევანდელი პოლიტიკური პროცესები დავით აღმაშენებლის დროინდელ მდგომარეობას შეადარა. მაშინაც და ახლაც ხალხი ერთი იდეის ირგვლივაა გაერთიანებული. 

"ჩემო ძვირფასო ქუთაისელებო და ღირსეულნო ქართველნო, ვინც აქ ხართ, თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო და მსოფლიო. რადგან იწყება ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმის შეცვლა და როგორც აღმაშენებელმა გაამზადა დიდგორის მებრძოლები ქუთაისიდან, ასეთივე მშვიდობიანი ლაშქარი ელოდება თბილისს თქვენი სახით. ამ სიწმინდეების წინაშე რომ დღეს ისეთი ერთიანია ქართველი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ეს იყო დიდი აღმაშენებლის დროს. ქუთაისის, არამარტო ქართველი ცივილიზაციის ცენტრია, არამედ საზომია ქართველობის. ქუთაისელების წინააღმდეგ გასვლა არავის გასვლია",-აღნიშნა ნათელაშვილმა. 

ნათელაშვილმა ასევე მიმართა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ახალგაზრდებსაც და მოუწოდა ოპოზიციისა და ხალხის გვერდით დადგომა. 

"ჩვენ ვიბრძვით რომ მშვიდობიანი გზით შევცვალოთ ეს ყველაფერი. მინდა ჩვენს ახალგაზრდა ოპონენტებს მივმართო, თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ. გვინდა რომ დაწინაურდეთ, პოლიტიკაშიც წამოხვიდეთ, მაგრამ იმ ფორმატში, სადაც მოგვაქციეს ამას ვერ იზამთ, ამიტომ ერთად უნდა გათავიუსფლდეთ ამ მატყუარა კრიმინალისგან",-აღნიშნა ნათელაშვილმა. 

მანვე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ სულ მალე ამ ადამიანის სახელობის წყევლა დაინერგება საზოგადოებაში. 

"ივანიშვილის ოჯახმა ამაზონის ტყის აღსადგენად მილიონები გადარიცხა, როცა ბორჯომის, წაღვერი ტყის აღსადგენად ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ. ეს ჰგავს იმას, რომ ძაღლი შინ არ ვარგოდა, ამაზონზე გარბოდაო. მალე საქართველოში იქნება წყევლა - ვაი შენ და ბიძინა. ეს ობიექტური რეალობაა. ჩვენი ხალხი განზრახულ ცოდვებს არ პატიობს. პროპორციული არჩევნები აჩემებული კი არ გვაქვს, არამედ ესაა გარანტია იმისა, რომ ქართველი ერი მშვიდობიანად გაეყაროს თავის მჩაგვრელს",-აღნიშნა ნათელაშვილმა.


close დახურვა