„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის“ ფორმულა განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანაში მაჟორიტარები საკუთარი მანდატით ხალხს ატერორებენ.
ნათელაშვილის თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობა მაჟორიტარების ინტიტუტის გაქრობასთან პირდაპირ კავშირშია.
„ხომ წარმოგიდგენიათ რა ბედნიერი იქნება ქვეყანა, როდესაც ოქრიაშვილი, დეპუტატის მაჟორიტარული მანდატის გამო, ვერ შემოიტანს ერთლარიან წამალს და ვერ გაყიდის ოც ლარად. როდესაც მაკრახიძე 200 მილიონს ტენდერს აღარ მოიგებს და იქ მიეცემა გორში ბიზნესს საშუალება ახალგაზრდა, დამწყებმა ბიზნესმენებმა ტენდერში შეიტანონ განაცხადი და სადეპუტატო მანდატით არავინ ატერორებდეს. რა ბედნიერება იქნება, როდესაც ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმის მაჟორიტარი, ეს ადგენს ქვეყანაში ნავთობს, განულდა ნავთობზე ფასი მთელს მსოფლიოში, მანქანები გაჩერებული იყო კარანტინის გამო და აქ ბენზინის ფასი იგივე იყო. იმიტომ, რომ მამაცაშვილი, ივანიშვილი, ენუქიძე, პოლიტიკაში სხედან და აწესებენ ფასებს. პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობასთან იმას, რომ მაჟორიტარები მოვიცილოთ და შეძლეს ეს პარტიებმა“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.