logo
ENG



ნათელაშვილი ბაღდათის ტრაგედიაზე: ეს ხელისუფლების არაადამიანურობის შედეგია

04 თებ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბაღდათში მოხმდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე სახელმწიფო საბინაო ფონდი შეიქმნება.

„მთელი ქვეყანა ტრაგედიის მომსწრე გახდა. ბაღდათში ამოიბუგა ოთხი ბავშვი, ფეხმძიმე დედა და ბებია. ეს ყველაფერი არის ამ ხელისუფლების უსულობის, უგულობის, არაადამიანურობის შედეგი. ეს საშინელი პრეცედენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად საშიშია ჩვენი ხალხის ფიზიკური არსებობისთვის ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ადამიანები არაფრად მიაჩნია.

როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, მოხდება სახელმწიფოს საბინაო ფონდის შექმნა, რათა არც ერთი უსახლკარო არ იყოს ღია ცის ქვეშ და დაწესდება საჯარო სკოლებში უფასო საბიუჯეტო კვება ყველა ბავშვბზე. დეპუტატმა არველაძემ გულქვად განაცხადა, რომ არ შიმშილობს საქართველოში არც ერთი ბავშვი. ასეთ ადამიანს ჰქვია უზნეო, ხარბი ძაღლი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - აქედან ოთხი მცირეწლოვანია. 

 


close დახურვა