logo
ENG



ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მემორანდუმის შექმნისკენ მოუწოდებს

12 ნოე 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
2m1lz41r1oqkdkh.jpg

20 ივნისის ღამეს მოპოვებული გამარჯვება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საფრთხის ქვეშაა - ამ განცხადებას შალვა ნათელაშვილი ავრცელებს. „ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და საერთო მემორანდუმზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვითაც, პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ისინი ქუჩაში გამოვლენ.

„მივმართავ ყველა პარტიას, რომელიც ოლიგარქისგან არ ფინანსდება. ხელს მოვაწერთ დადგენილებას, რომ თუ პროპორციულ არჩევნებს სისტემა ჩააგდეს ან გააყალბეს არჩევნები, ჩვენ ქუჩაში გამოვალთ და დემოკრატიულად დავამთავრებთ ამ პრორუსულ ხელისუფლებას," - აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვას იწყებს. მიმდინარე კვირას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე იმსჯელებენ. აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი  კახაბერ ოქრიაშვილი. მისი თქმით, ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით ქვეყანას არ ეყოლება ნორმალური ხელისუფლება.


close დახურვა