logo
ENG



ნათელაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე:რეჟიმი იძულებული გახდა, შეეტანა ცვლილებები

22 ივნ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის თქმით, ამ ცვლილებით "ქართული ოცნების" მმართველობა კიდევ უფრო მიუახლოვდა დასასრულს.

ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ერთიანობა ბოლომდე შენარჩუნდეს, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლებამ ხმების გაყალბება ვერ შეძლოს და ოპოზიცის გამარჯვება შეუქცევადი გახდეს.

„ჩვენი ხალხის მედგარი წინააღმდეგობით, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობით, საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით, რეჟიმი იძულებული გახდა, შეეტანა ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში და საქართველო გადადის პარტიულ-პროპორციულ მოდელზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი იბრუნებს პოლიტიკურ სუვერენიტეტს თავის მამულზე“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.


close დახურვა