logo
ENG



ნათესავის თქმით, მკვლელობამდე ქალი ქმარს გაერიდა და მასთან ცხოვრობდა

23 დეკ 202114:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/23/b1ga65epfwh9zc6.png

ვარკეთილში მოკლული ქალის ნათესავი ყვება, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ქალი ქმარს გაერიდა და მასთან ცხოვრობდა.

კაცის თანახმად, ქმარი "მერე დაწყნარდასავით" და გოგო სახლში დაბრუნდა. მისივე თქმით, ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს.

"1 კვირით იყო ჩემთან, კონფლიქტის გამო, იმიტომ წამოვიდა რომ არ ეჩხუბა მეუღლესთან, ცოტა ხანს დაისვენებსო, დაწყნარდებაო და მერე დაწყნარდასავით. დეპრესია აქვს, ჭედავსო, ურევო ხასიათშიო, ბრაზდებაო, ჩხუბობსო", - ყვება მოკლულის ბიძა.

მისი თქმით, ქალზე ფიზიკური ძალადობა არ უნახავს და როგორც ის ამტკიცებს, ამის შესახებ არც ქალს უსაუბრია.

5 თვის ორსული კაცმა გუშინ, 22 დეკემბერს მოკლაგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც დამამძიმებენ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 


close დახურვა