logo
ENG



ნათია ზოიძე: დავასკვენი, რომ ვარ უკანონო მიყურადების მსხვერპლი

03 დეკ 201922:46
3 წუთის საკითხავი
 
tlgnbn4a0lf83i9.jpg

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე „პოლიტიკის ფორმულაში“ აცხადებს, რომ ის, მისი აზრით, უკანონო მიყურადების ობიექტია. როგორც ზოიძე ამბობს, გიორგი კოხრეიძე მას სატელეფონო ზარების გასაჯაროებით დაემუქრა და სწორედ აქედან დაასკვნა, რომ ის უკანონო მოსმენების მსხვერპლია.

„ბატონმა კოხრეიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და ამას მოწმობს ის სატელეფონო ზარები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში მქონდა მე განხორციელებული.  მეც დავასკვენი, რომ ვარ უკანონო მიყურადების მსხვერპლი იმიტომ , რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მათ არ უნდა ჰქონოდათ“, - განაცხადა ნათია ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები საუბრობენ ტელევიზიასა და რადიოში გარკვეული ცენზურის გაჩენის შესახებ.

 


close დახურვა