ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებელს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ დირექტორის მოადგილე საოციალურ ქსელში ავრცელებს. ზოიძე აცხადებს, რომ იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას აღარ აძლევდა. ის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არხის თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ნათია ზოიძე იმასაც ამბობს, რომ ახლა დირექტორს უკვე უჩივლა. ზოიძე მუშაობას ტელეკომპანია „პირველზე“ გააგრძელებს.