აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს მიმართა.
ზოიძე მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. იკვეთებოდეს.
კოხრეიძის განცხადებით, მას ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები აქვს, რომელსაც იმ შემთხვევაში გაასაჯაროებს, თუ მისი პირობები მიღებული არ იქნება. გარდა ამისა, კოხრეიძე ზოიძეს სისხლის სამართლის დანაშაულში ადანაშაულებს.
ნათია ზოიძის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.