logo
ENG



ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

24 მაი 202212:01
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. შესაბამისი დოკუმენტები ასახულია პარლამენტის ვებგვერდზე. 

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი 9 თებერვალს დატოვა. ფორმულამ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავას სებ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავება სურს. 

ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა მომავალი წლის მარტში ეწურება. 

ეროვნული საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შედგება ცხრა წევრისაგან. საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.  საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით. 

სებნ-ის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას ეროვნული საბჭო მისივე წევრებიდან ირჩევს და თავადვე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 


close დახურვა