ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართული შავი კამპანიის ნაწილია.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სერიოზულ პასუხს ალბათ არც კი გავცემდი ამ კითხვას, რადგან ეს კლასიკური შავი პიარი და ფეიკნიუსი სრულიად არასერიოზულ პოლიტიკოსებზე დაყრდნობით გავრცელდა. ამიტომ ჟურნალისტებს მოგიწოდოთ, ამიერიდან უკეთ გადაამოწმოთ თქვენი წყაროები, რამდენად სანდეობი არიან ისინი. გადაამოწმეთ პირველწყაროსთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.