logo
ENG



ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

23 ნოე 202015:26
3 წუთის საკითხავი
clock 2275

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მეზვრიშვილმა Facebook-ზე დაწერა.

"13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.

გამორჩეული მადლობა გიორგი გახარია-ს, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", - წერს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას 2019 წლის 2 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო იქამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.


close დახურვა