საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
"დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის", - წერს მეზვრიშვილი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა.