logo
ENG



ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულ ლომაშვილს პატიმრობა შეეფარდა

11 ოქტ 201915:20
3 წუთის საკითხავი
 
et0balza3iapj1b.jpg
ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის ლერი ლომაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, მას 42 წლის კახა გაბრიელაშვილის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და მხოლოდ მისი დაჭრის მიზნით გაისროლა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ორხევში 400 ლარის ოდენობის ვალის გამო მოხდა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 


close დახურვა