ფორმულას ახალი ამბების სამსახურის უფროსი ნანა ინწირკველი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც უწყებაში შესვლამდე მან აღნიშნა, პროკურატურიდან გუშინ დაუკავშირდნენ. კითხვები, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ მასალებს შეეხება.
"არ ვიცი, რა შეკითხვა აქვს ჩემთან გამოძიებას. წუხელ საღამოს დამირეკეს და დამიბარეს და მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ჩემს ადვოკატთან ერთად. არ მგონია განსხვავებული შეკითხვა ჰქონდეთ ჩემთან, ვიდრე დანარჩენ მოწმეებთან, ვინც უკვე დაიკითხნენ. მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას და გამიხარდება, თუ ეს თანამშრომლობა წაადგება ამ უწყებას დანაშაულის ნიშნების შემცველი იმ საქმეების დეტალების გარკვევაში, რაც კონკრეტულად ამ ანგარიშში, რომელმაც სუს-იდან გამოჟონა, ბევრია", - ამბობს ინწკირველი.
სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.
13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.