logo
ENG



ნანგრევებად ქცეული ქალაქი - შემზარავი ისტორიები მარიუპოლიდან

23 მარ 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

სულისშემძვრელი ისტორიები და პირველი კადრები მარიუპოლიდან, - მასალა ოკუპანტების სისასტიკის სრულ სურათს აღწერს. საპორტო ქალაქში, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, შენობების უმეტესობა განადგურებულია. ბლოკადაში მოქცეულია 100 ათასზე მეტი მოქალაქე, არაადამიანურ პირობებში, საკვების-წამლების, წყლის გარეშე და სიკვდილის შიშით. რუსულმა არმიამ თითქმის ყველა ჰუმანიტარული დერეფანი დაბომბა.

ქალაქის აღება პუტინის არმიამ აზოვის ბატალიონისა და მოქალაქეების სიმამაცის გამო ვერ მაინც ვერ. ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში მოკლულებს ვერ ითვლიან, - მათ ვინც რუსული არმიის ტყვიას ემსხვერპლა ხშირ შემთხვევაში, შუა ქუჩაში კრძალავენ. უკრაინის ხელისუფლება პარტნიორებს მიმართავს: გადადგით ნაბიჯები, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები, ან არ იგრძნოთ დამწვარი მარიუპილის სუნი სიზმარში.


close დახურვა